მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მთხოვენ წავიდე აქციაზე, არ მინდა წასვლა”, – ქუთაისის ბაღის თანამშრომელი

“მთხოვენ წავიდე აქციაზე, არ მინდა წასვლა”, – ქუთაისის ბაღის თანამშრომელი

ქუთაისში, საბავშვო ბაღებში თანამშრომლებს თბილისში, ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქციაზე წასვლას სთხოვენ.

ბაღის თანამშრომლები “ინფო იმერეთთან” საუბრისას აცხადებენ, რომ მათ  29 აპრილის აქციაზე წასვლას ხელმძღვანელი აიძულებს.

“ხელმძღვანელი გვეუბნება ბაღების გაერთიანებიდან დამავალესო, სიები დგება. არ მინდა წასვლა და  ვთქვი კიდევაც. თუ კიდევ დამაძალებენ, სამსახურსაც დავტოვებ და საჯაროდ ვამხელ ყველას, რომ როგორ მაიძულებენ წავიდე იმ აქციაზე, სადაც რუსეთი უნდა “გავაპრავო”, – აცხადებს ბაღის თანამშრომელი.

ქუთაისის ბაღების გაერთიანებაში “ინფო იმერეთს” განუცხადეს, რომ არანაირი თხოვნა, მოთხოვნა ან დავალება აქციაზე წასვლასთან დაკავშირებით მათ არ გაუციათ.

კომენტარები