მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მიდის სანახავად”, – ქუთაისში ახალი სტენსილები გამოჩნდა

“მიდის სანახავად”, – ქუთაისში ახალი სტენსილები გამოჩნდა

მსოფლიო ახალი ამბების დღის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ქუთაისში გიორგი გაგოშიძის იგივე “გაგოშას” სტენსილი გამოჩნდა.

სტენსილი გრიშაშვილის ქუჩაზეა განთავსებული.

“გაგოშას პირველი გმირი მიზანმიმართულად მიდის სიმართლის სანახავად, რომ ეს სიმართლე თქვენამდე მოიტანოს!

თუ თქვენ აფასებთ თავისუფალ სიტყვას და სიმართლის შეუპოვარ მაძიებლებს, დაგვიტოვეთ სელფი სამახსოვროდ, როცა ქუთაისში, ამ კედელთან ჩაივლით”, – წერს მედიის ადვოკატირების კოალიცია სოციალურ ქსელში.

“აირჩიე სიმართლე“ მსოფლიო ახალი ამბების დღის საერთაშორისო კამპანიის სლოგანია, რომელსაც მედიის ადვოკატირების კოალიცია ადგილობრივი კამპანიით შეუერთდა.

28 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე საქართველოში კამპანიის კვირეული ეწყობა და სამ ქალაქში – ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში გიორგი გაგოშიძის (გაგოშა) სტენსილები გამოჩნდება, რომელიც ასახავს თავისუფალი მედიის როლს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში.

კამპანიის მიზანია, საზოგადოების მხარდაჭერის გაზრდა მედიის მიმართ, რომელიც მოქალაქეების ინტერესს ემსახურება.

კომენტარები