თბილისში ჩანიშნულ მასშტაბურ აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან.
რუსული კანონის მოწინააღმდეგე ქუთაისელები ქალაქის მერიასთან შეიკრიბნენ.
დაშინების, ძალადობის, მუქარის, ანონიმური ზარების და ფსიქოლოგიური ტერორის მიუხედავად აქტივისტები აცხადებენ, რომ ისინი იმ კანონის მიღებას დაუშვებლად მიიჩნევენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს ხურავს.
“მივდივართ ქუთაისიდან, რადგან შევუერთდეთ მარშს. ეს კანონპროექტი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
თბილისში, 19:00 საათზე ევროპის მარში გაიმართება.
კომენტარები