მთავარიახალი ამბებისლაიდი

“მივმართავ სამართალდამცავ სტრუქტურებს, არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება”

“მივმართავ სამართალდამცავ სტრუქტურებს, არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება”

მინდა მივმართო სამართალდამცავ სტრუქტურებს, არავინ არ გაბედოთ ის, რაც მუქარა ისმინებოდა პრემიერის სიტყვებში, არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“მე მინდა მივმართო სამართალდამცავ სტრუქტურებს, არავინ არ გაბედოთ ის, რაც მუქარა ისმინებოდა პრემიერის სიტყვებში, არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება იმისთვის, რომ დააშინოთ ის საზოგადოება, რომელმაც აჩვენა ყველას, მსოფლიოს, თუ რამდენად მშვიდობიანი და რამდენად შეგნებული რამდენად შემართებული და რამდენად არაპროვოკაციებზე წამსვლელები არიან. ასე რომ, ვერავის ვერ დააჯერებთ ვერაფერს. მხოლოდ იმას დააჯერებთ და იმას აჩვენებთ მსოფლიოს, რომ თქვენ არ იქცევით დემოკრატიულად, რომ თქვენ კანონს არ ემორჩილებით.

ამიტომ გირჩევთ, რომ თავი შეიკავეთ ამისგან იმიტომ რომ რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მოხდეს, პასუხისმგებლობა არის თქვენი”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე მომიტინგეებსაც მიმართა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.

“მინდა მოგმართოთ მომიტინგეებს, რომ თქვენ იცოდეთ და ეს იკითხება ასევე, პრემიერის სიტყვებში და რამდენიმე სხვა გამოსვლებში, არის რაღაცა გეგმები, რომელიც ნამდვილად ვერ გაამართლებს, მაგრამ არის რაღაც გეგმები, რომ პროვოკაციები მოაწყონ და თქვენც ჩაგითრიონ. ასე, რომ მე მინდა, რომ მოგიწოდოთ ძალიან დიდი სიფრთხილისკენ, რაც არ არის შიში, მაგრამ სიფრთხილე. რომ არავინ გამოგიწვიოთ თქვენ ამ პროვოკაციებში. ვიცი, რომ ჩანს და უკვე ვნახეთ, თუ რამდენად (კიდევ ერთხელ) შეგნებული, მშვიდობიანი იყო, ყველა ეს გამოსვლები. ეს არის საქართველოს საზოგადოება, ეს არის ის საზოგადოება, რომელიც გვიჩვენებს, რომ ჩვენ ვართ ღირსი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლის” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები