ვიქნებით უკომპრომისო, ჩვენს ხელთ არსებულ ყველანაირ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ არც ერთი ასეთი ადამიანის ქმედება არ დარჩეს პასუხგაუცემელი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
“ძალიან რთული დროა, კიდევ ვერ ვხვდებით მგონი სად ვართ, კიდევ ვერ ხვდებიან ადამიანები სად არიან, შეხედეთ რა ხდება უკრაინაში, 20% არის უკვე ოკუპირებული. 20%. ამბობენ, რომ 800 მლრდ-დან 1 ტრილიონ დოლარამდე უკრაინას მიყენებული აქვს ზარალი. უკრაინის GDP რამდენია – 200 მლრდ იყო. 800 მლრდ მინიმუმ უკვე არის ზარალი. ამ ქვეყანას რა დააყენებს ფეხზე. 20 მლნ უკრაინის მოქალაქე არის მიგრაციაში. ეს ტრაგედიაა, საშინელება ხდება უკრაინაში. ეს ადამიანები, ვინც ეს ყველაფერი იცის, ცდილობენ ჩვენს დალაგებულ, დაწყნარებულ ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია და ომი.
ვიქნებით უკომპრომისო, ჩვენს ხელთ არსებულ ყველანაირ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ არც ერთი ასეთი ადამიანის ქმედება არ დარჩეს პასუხგაუცემელი. ჩვენ ვეუბნებით მათ, ნუ გახდებით მანიპულირების ობიექტი და ვიღაც პოლიტიკური პარტიების ხელში ბრძოლის ინსტრუმენტი, თქვენ გიყენებენ, მივმართავ ჩვენს სტუდენტებს. გიყენებენ ეს პოლიტიკური, ხელმოცარული, გაკოტრებული ადამიანები, გატყუებენ, რომ ოცნებას არ უნდა ევროპული გზა. მე ფაქტები მოგიყვანეთ, ფაქტები მოიყვანონ ნაცმოძრაობის, ამ ფაშისტური ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რა გააკეთეს მათ ევროპულ გზაზე. არაფერი გაუკეთებიათ.
ვიზალიბერალიზაციაზე მუშაობა არ დაიწყეს, 3 წელი გადადეს, ჩვენ დავიწყეთ. ასოცირება ჩააგდეს. შესაბამისად, ეს მითი, რომელიც შეიქმნა, ეს სიყალბე. მათ შორის ძალიან ბევრი ნაცნობის ოჯახის წევრები აღმოვაჩინე აქციაზე, ძალიან ბევრმა დამირეკა, ბოდიში მომიხადა, მართლა მეგონა რაღაც ხდებოდაო. ადამიანი იმიტომ არის გონიერი და იმიტომ განვსხვავდებით ცხოველებისგან, რომ ჩვენ გვაქვს გონება. უნდა შეგვეძლოს ანალიზის გაკეთება, თეთრის და შავის გარჩევა. თუ ეს არ შეგვიძლია, პრეტენზია აღარ უნდა გვქონდეს, რომ ჩვენ გვინდა ძლიერი სახელმწიფოს შექმნა, ამაზე ვიფიქროთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
კომენტარები