მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“მითხრა, შენ რომ ჩამოხვალ, წახვალ ციხეში” – უკრაინაში მებრძოლ ქართველებს “ოცნება” დაპატიმრებით ემუქრება

“მითხრა, შენ რომ ჩამოხვალ, წახვალ ციხეში” – უკრაინაში მებრძოლ ქართველებს “ოცნება” დაპატიმრებით ემუქრება

უკრაინაში მებრძოლი აკაკი ვარდანაშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” უკრაინის დასახმარებლად წასულ ქართველებს ციხით აშინებს.

მისი თქმით, ხელისუფლება მებრძოლებს მეგობარ ქვეყანაში წასვლას უკრძალავს, წასვლის შემთხვევაში კი დაბრუნების დროს 3 წლით აპატიმრებს.

ვარდანაშვილი აცხადებს, რომ როდესაც გადაწყვიტა პუტინის ომში უკრაინის დასაცავად ებრძოლა, ჯერ ხელისუფლებამ, შემდეგ კი საელჩომ ქვეყანაში დარჩენა მოსთხოვა და პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში არ უნდა ჩარეულიყო, რადგან ეს სხვისი ბრძოლა იყო.

“თანამშრომელია, არ დავასახელებ მის გვარსა და სახელს. მითხრა, შენ რომ ჩამოხვალ, წახვალ ციხეში, იმიტომ რომ უკანონო ფორმირებას ჩადიხარ. საელჩოში მივედი და საელჩომ განმიმარტა, ავუხსენი ხო იცით რა ხდება უკრაინაში ებრძვის, საერთო მტერი გვყავს და ებრძვის. არა ჩვენ არავინ გვებრძვის და შენ არ გაქვს უფლება, რომ სხვის ქვეყანაში მიხვიდე და ჩაერიო საომარ მოქმედებებში. მე განვუმარტე, რომ საერთო მტერია, ამათი გამარჯვება ჩვენი გამარჯვება არის ვუხსნი, არა თავი გაიქნია უბრალოდ, ეს ასე არ არის”, – აცხადებს აკაკი ვარდანაშვილი “მთავართან”.

კომენტარები