მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მიმდინარე წელს 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაიწყება

მიმდინარე წელს 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაიწყება

მიმდინარე წელს ხუთი წლის ასაკიდან ბავშვების აცრა დაიწყება. წინასწარი ინფორმაციით, მოზარდები „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ სპეციალური დოზებით აიცრებიან. კომპანიებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

„5-დან 12 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის, განსხვავებული ვაქცინაა საჭირო. მიმდინარე პერიოდში, „ფაიზერთან“ გვაქვს მოლაპარაკება, რომ მოგვაწოდონ ეს ვაქცინები და მოკლე ხანში გახდება ხელმისაწვდომი. მშობლების გარკვეული ჯგუფი უკვე მოგვმართავს და ითხოვს ვაქცინაციას ბავშვებისთვის, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ და მათთვის ეს ვაქცინა მალე იქნება ხელმისაწვდომი“, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

 

კომენტარები