მთავარიახალი ამბებისლაიდი

მიტროპოლიტი იოანე მიხეილ სააკაშვილზე – “არის რო მძიმედ?”

მიტროპოლიტი იოანე მიხეილ სააკაშვილზე – “არის რო მძიმედ?”

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმებს და სასამართლოს ნდობას უცხადებს.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა მისი გადასაწყვეტი არ არის.

“არის რო მძიმედ, ვინ იცის აბა? გადაყვანა არის ექიმების გადასაწყვეტი, ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მე ნდობას ვუცხადებ სასამართლოს და ექიმებს”, – განაცხადა იოანემ.

მიტროპოლიტმა იოანემ სასამართლოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნდობა მესამე პრეზიდენტის დაკავებიდან მალევე გამოუცხადა და სააკაშვილი გააკრიტიკა.

“სააკაშვილის საოცარი უნარი, არაადეკვატურად გაშუქება მოვლენებისა, მსოფლიოში ცნობილია. მე ვიტყოდი, რომ თავდასხმა ხდება ერის ცნობიერებასა და კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც იჯერებენ ბატონ მიხეილის ვერსიებს, რაც რეალობას არ შეესაბამება. მე ნდობას ვუცხადებ სასამართლოს, რომელიც ეტაპობრივად განიხილავს ყველა იმ ტრაგიკულ მოვლენას, რაც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში დატრიალდა. 7 ნოემბერი იქნება ეს, 26 მაისი, ცხინვალის ტრაგედია თუ სხვა. თუ ეყოფა გულწრფელობა და ვაჟკაცობა ბატონ მიხეილს მაშინ ეს ყველაფერი აღიაროს. თუ ეს თავდასხმაა, მაშინ თავი დაიცვას და ამ ფაქტებზე პასუხი გასცეს. რუსეთუმეობა და მიკირტუმას ტერმინები თავისთვის დაიტოვოს“, – განაცხადა მეუფე იოანემ.

კომენტარები