მთავარიახალი ამბებისლაიდი

მიტროპოლიტი საბა ხონის მერს – “საარჩევნო წელია და თუ არ გინდათ, რომ წაგაგებინოთ…”

მიტროპოლიტი საბა ხონის მერს – “საარჩევნო წელია და თუ არ გინდათ, რომ წაგაგებინოთ…”

“სტუდია მონიტორის” ინფორმაციით, სავარაუდოდ, სუსისდან გაჟონილ ფაილებში მოხვდა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის საბა გიგიბერიასა და ხონის მუნიციპალიტეტის მერის ლადო ჯურხაძის საუბარი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეპარქიის დაფინანსებას შეეხებოდა.

ჩანაწერების მიხედვით, ლადო ჯურხაძემ მიტროპოლიტ საბას აცნობა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2020 წელს ეპარქია 150 000 ლარის ნაცვლად 120 000 ლარით დაფინანსდებოდა, დანაკლისი კი ნოემბერ-დეკემბერში შეივსებოდა.

მიტროპოლიტმა საბამ კი ქალაქის მერს მოახლოებულ არჩევნებზე მიანიშნა: – საარჩევნო წელია და თუ არ გინდათ რომ წაგაგებინოთ…”

ხონის მერმა ლადო ჯურხაძემ “სტუდია მონიტორს” დაუდასტურა, რომ განხილვა ბიუჯეტთან დაკავშირებით ნამდვილად იყო, თუმცა უარყო ‘’ულტიმატუმის ენით’’ საუბარი. მიტროპოლიტმა საბამ კი კითხვის შინაარსის გაგებისთანავე ტელეფონი გათიშა.

კომენტარები