მთავარიახალი ამბებიიმერეთი

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის აქციას იმერეთიდანაც უერთდებიან

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის აქციას იმერეთიდანაც უერთდებიან

თბილისში დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც უერთდებიან. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები დედაქალაქში უკვე გაემგზავრნენ.

მათი თქმით, აქციას ქუთაისიდან 300, იმერეთიდან კი ათასამდე ადამიანი შეუერთდება.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების თქმით, სირცხვილია, მესამე პრეზიდენტი დაბადების დღეს ციხეში ხვდებოდეს, ამიტომ, მთავარი მოთხოვნა მისი გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნებია.

“ათასობით ადამიანი შეიკრიბება რუსთაველის გამზირზე, რომ ქვეყანას, საერთშორისო პარტნიორებს, მთავრობას უთხრას, რომ სირცხვილია, რომ თავამედროვე სახელმწიფოს დამფიუძნებელი ციხეში იჯდეს. ჩვენ მოვითხოვთ პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და ასევე იმ უბედურების დასრულებას, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შექმნა ქვეყანაში”, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგა შუშანიამ.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია 18:00 საათზე პარლამენტთან დაიწყება.

 

კომენტარები