მთავარიახალი ამბებიიმერეთი

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება ქუთაისში გრძელდება

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება ქუთაისში გრძელდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, მიხეილ სააკაშვილი პირად წარმომადგენელთან სოფო ჯაფარიძესთან ერთად ამჯერად ქუთაისში იმყოფება.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების” განცხადებით, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო დაგვარწმუნა რამდენად მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.

მათივე თქმით, ბევრჯერ მოუსმენიათ რუსეთის მმართველისგან პუტინისგან რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის და მიხეილ სააკაშვილის შორის გავლებული პარალელი, ამიტომ ისინი ითხოვენ სალომე ზურაბიშვილმა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.

პარტიის წევრები აღნიშნავენ, რომ ხელმოწერების კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება, 1 მარტს კი ხელმოწერებს სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ.

კომენტარები