მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“მიხეილ სააკაშვილი არის სიკვდილის პირას”

“მიხეილ სააკაშვილი არის სიკვდილის პირას”

“ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ ჯანაშიამ “ვივამედში” საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოინახულა.

ჯანაშიას განცხადებით, მდგომარეობა უმძიმესია და მიხეილ სააკაშვილი “სიკვდილის პირასაა“.

“ადამიანს არ შეუძლია კომუნიკაცია, რაღაცები დავილაპარაკეთ ძალიან ცოტა, საუბრის დროს იღლება და არის სიკვდილის პირას, ეს არ არის ნორმალური. მიზეზი, რის გამოც მედიკამენტებს ვერ იღებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ელოდება ამერიკელ ექიმ კობის“, – განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე ელოდება მასთან ამერიკელი ნობელიანტი ექიმის შეშვებას, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით ნებართვას არ აძლევს.

კომენტარები