საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მისი ხელისუფლების დროს გაკეთებულ საქმეებზე ისაუბრა.
სააკაშვილის თქმით, მისი ხელისუფლების მიზანი იყო, რომ რეგიონები განვითარებულიყო, სწორედ ამ მიზნით მოხდა ქუთაისში პარლამენტის და ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს გადატანა.
“რამდენიც არ უნდა გადაწეროთ ისტორია, ბათუმი არის მიხეილ სააკაშვილის აშენებული. რომ დამცლოდა ლაზიკა იქნებოდა უკვე აშენებული და იქნებოდა ყველაზე ბრწყინვალე პორტი შავი ზღვის. ქუთაისი პრაქტიკულად ახალ ქალაქად იქცა. ჩვენი კონცეფცია იყო, რომ რეგიონები უნდა განვითარდეს, ქუთაისელები უნდა ამაყობდნენ, რომ ძალიან მაგარ ქალაქში ცხოვრობენ და არა რაღაც ჩამორჩენილ ადგილზე, რომელიც პრაქტიკულად სოფლად აქციეს და პარლამენტთან ძოვენ ძროხები. იმიტომ გადავიტანეთ იქ პარლამენტი”, – განაცხადა სააკაშვილმა.
კომენტარები