მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოში ხდება გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა პუტინის დავალებით

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოში ხდება გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა პუტინის დავალებით

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე მის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ციხეში შექმნილ პირობებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ის რაც დღეს საქართველოში ხდება, პუტინის დავალებით გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკაა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ერთადერთი მიზანი მისი ინვალიდიზაციაა, რის გამოც მას ადეკვატური მკურნალობის უფლება არ ეძლევა.

“რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის, რაც ხდება ჩემს მიმართ, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი ინვალიდიზაციის და მკვლელობის, ეს არის სახალხო დამცველის კონსილიუმის, ეს არის დასკვნა “ემპათიის“, საუკეთესო სპეციალისტების, რომლებიც არიან საქართველოში სხვადასხვა სფეროს მიმართულებით. არცერთ სხვა ექიმს სხვა დასკვნა არ გაუკეთებია.

მინდა შევახსენო ყველას, პენიტენციურ სისტემაში როდესაც გადამიყვანეს და ჩემს ექიმებს აღარ უშვებდენ ჩემთან, მოიწვიეს ქალბატონი თამარ აბაშიძე, „ვივამედის“ ექიმი, მან დაწერა ისეთივე დასკვნა, როგორსაც წერდნენ სხვა ექიმები, რომ პენიტენციური სისტემის პირობებში ამ დაავადების მკურნალობა არის შეუძლებელი და ისინი მე გარდაუვლად მიმიყვანენ ინვალიდიზაციამდე.

რას ნიშნავს ინვალიდიზაცია? ინვალიდიზაცია ნიშნავს მახსოვრობის წართმევას, ჩემს შემთხვევაში ნიშნავს გადაადგილების საშუალების შეზღუდვას, ერთი სიტყვით, ეს ნიშნავს ინვალიდის ეტლში მიღებულ ადამიანს. ამ დასკვნაზე ხელი მოწერილია, ჩემდა სამწუხაროდ, საქართველოს საუკეთესო ექიმების მიერ. ეს იციან უცხოელებმა, რამდენიმე ქვეყნის ხელმძღვანელობის დონეზე იყო შეთავაზება, რომ წავეყვანეთ აქედან და ვემკურნალებინეთ, ერთ-ერთი ქვეყნის სახელმწიფო მეთაურის ამას წინად ორჯერ იყო გავლით საქართველოში და უნდოდა ამ თემაზე მათ შორის პრემიერ-მინისტრთან საუბარი და პრემიერ-მონისტრი დაემალა, „ავად გახდა“ კოვიდით. იმიტომ რომ ისინიც ხედავენ, რა ხდება საქართველოში, საქართველოში ხდება გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა პუტინის დავალებით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები