მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი – ძალიან ვამაყობ ჩვენებით!

მიხეილ სააკაშვილი – ძალიან ვამაყობ ჩვენებით!

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხერსონიდან რუსული ჯარის უკან დახევას ეხმაურება.

“ხერსონის დაცემა არის უდიდესი სამხედრო დამარცხება რუსეთისთვის ავღანეთში წაგების შემდეგ და უდიდესი გამარჯვება უკრაინისა და თავისუფალი სამყაროსთვის. რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებაში გადახდილია უძვირფასესი ფასი – ასეულობით ჩვენი დაღუპული მებრძოლის, მათ შორის ქართველების სიცოცხლე.

რუსეთის ყველა პროპაგანდისტს ცხვირპირი ჩამოსტირის. ეს არის ასევე პუტინისთვის უზარმაზარი კატასტროფა.

ძალიან ვამაყობ ჩვენებით!”, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები