ქუთაისში, გორა-საქუსლიას სასაფლაომდე მისასვლელი გზა წყობიდან არის გამოსული.
მოსახლეობის თქმით, ადგილზე გადაადგილება როგორც ქვეითი, ასევე ავტომობილებით მოსარგებლეებისთვისაც რთულია.
ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
“მკვდარი გადმოგივარდება ისეთი გზაა. არავინ ყურადღებას არ აქცევს, აქვეა ეკლესია, მრევლი დადის და უმძიმესი მდგომარეობაა”, – აცხადებს ადგილობრივი.
კომენტარები