მთავარიახალი ამბებისლაიდი

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი “საქართველოსთვის” კანდიდატთან დებატებს ისევ გაურბის

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი “საქართველოსთვის” კანდიდატთან დებატებს ისევ გაურბის

პარტია “საქართველოსთვის” მერობის კანდიდატის გიორგი გოგუაძის არაერთი გამოწვევის მიუხედავად, “ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი დებატებს ამ დრომდე გაურბის.

გიორგი გოგუაძე კონკურენტს დებატებში კიდევ ერთხელ იწვევს, ამჯერად ღია სივრცეში.

“კიდევ ერთხელ ვიწვევ სახელისუფლებო კანდიდატს დებატებში. ამჯერად საჯარო დებატებში, რაც გულისხმობს, რომ საზოგადოებრივ, ღია სივრეცეში მოეწყობა დებატებისთვის სივრცე, სადაც ყველა მედია საშუალებას და ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს შეეძლება მოსვლა და კითხვის დასმა.

22 სექტემბერს, 18:00 საათზე, ქალაქ ქუთაისის 100 საფეხურიან კიბესთან (ბალახვანი)

ასევე მივმართავ საზოგადოებას, მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა ამ დეპატებში, მე მზად ვარ ნებისმიერ თქვენს კითხვას გავცე პასუხი. ქუთაისის მოსახლეობა იმსახურებს გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი”, – აცხადებს გოგუაძე.

აღსანიშნავია, რომ გიორგი გოგუაძემ აღნიშნულ სტატუსზე სოციალურ ქსელში იოსებ ხახალეიშვილი მონიშნა, თუმცა სახელისუფლო კანდიდატმა მალევე ე.წ. ანთაგი გააკეთა.

კომენტარები