ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა ლაშა წიქორაძეა.
გარდაცვლილი ახალგაზრდის ემიგრანტი დედა საქართველოში 6 ივლისს ბრუნდება.
“მოვდივარ ჩემო სიცოცხლე. 6 რიცხვში შენთან ვიქნები. შენთან მოვალ, ხომ გენატრებოდი, უშენოდ არ მინდა ერთი დღე სახლში ყოფნაო. შენ რომ სახლში არ დამხვდები არ მინდაო. მალე უნდა ჩამოგიყვანოვო დე.
მოვდივარ და დამხვდი იცოდე, აეროპორტში გელოდები. 6 თვე ვერ გაძელით უჩემოდ, მოვდივარ დედიკო. დამხვდი და შენი ხელები შემომხვიე იცოდე დეე. შენი ლამაზი სახე და ღიმილი დამანახე იცოდე. აბრაამი მომიკვდება თუ არა, დამთავრდებოდა, მე საერთოდ ვერავინ მნახავდა, ვერც მკვდარს და ვერც ცოცხალს დეე. მაგრამ აბრაამს რა ვუყო, უჩემოდ ისიც ვერ ძლებს დედი. ხომ იცი რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდი დე. მადლობა ყველაფრისთვის დედი, იმ ბედნიერი 20 წლისთვის, რომელიც შენთან ერთად გავატარე. იმედია, როდისმე შევხვდებით ერთმანეთს. შენი ანოც ხომ მოკალი დე, ჩემთან იყო დღეს მთელი დღე, მოკვდა გოგო რა გვიქენი ეს“, – წერს გარდაცვლილი ბიჭის დედა.
ქუთაისის აეროპორტთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ლაშა წიქორიძე, მამუკა ბრეგვაძე, გიორგი მამისეიშვილი, ჯუბა კუხიანიძე და ეკა სანიკიძე – ეს ახალგაზრდები ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ერთ ავტომობილში ისხდნენ, მანქანა კი ბეტონის ჯებირს შეეჯახა, გზიდან გადავარდა და აფეთქდა.
გარდაცვლილი ბიჭები ერთი სოფლიდან, მეზობლები და მეგობრები იყვნენ. ისინი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ცხოვრობდნენ.
რაც შეეხება გარდაცვლილ ეკა სანიკიძეს, ის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან არის.
კომენტარები