მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“მოვთხოვე ხახალეიშვილს სხდომაზე შემოსულიყო, ხელი ჩავჭიდე, მინდოდა როგორმე ფეხი მოეცვალა, გამექცა”

“მოვთხოვე ხახალეიშვილს სხდომაზე შემოსულიყო, ხელი ჩავჭიდე, მინდოდა როგორმე ფეხი მოეცვალა, გამექცა”

ქუთაისის საკრებულოს წევრი ანა კოხრეიძე ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში მომხდარ ფაქტს იხსენებს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის  ანა კოხრეიძის თქმით, მერი საკრებულოს სხდომაზე არ მივიდა, თუმცა შენობაში დაინახა და მას საკრებულოს სხდომაზე შესვლას სთხოვდა.

“თუ რამე გამაკვირვებდა კიდევ, ამ მთავრობის გადამკიდე არ მეგონა. ჩემი გაოცება მაინც შეძლეს. დღეს მოგეხსენებათ, ქუთაისის საკრებულოში, მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობდა. ჰოი, საკვირველებავ, ვეძებთ ამხანაგ ხახალეიშვილს და ვერ ვპოულობთ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პროტესტი განვაცხადეთ და მოვითხოვეთ მერს დაეტოვებინა თანამდებობა. შემდეგ დავტოვეთ სხდომა, მაგრამ ყველაზე საინტერესო წინ მელოდებოდა, სხდომიდან გამოსულმა იქვე ” ფოიეში”, მოღიმარი სახით ამხანაგი ხახალეიშვილი, მე მას მოვთხოვე სხდომაზე შემოსულიყო, შემდეგ ხელი ჩავჭიდე, მინდოდა როგორმე ფეხი მოეცვალა, გამექცა (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) ერთი რაც მოვასწარი ვუთხარი, რომ მე მას ხალხის” ნაოფლარ” ფულს კი არა ორ ბატს არ ჩავაბარებდი.

წამოვედი და გზაში ვფიქრობდი, ვინმე ამიხსნის “რა ჭირი გვჭირს ასეთი”, – წერს სოციალურ ქსელში ანა კოხრეიძე.

ქუთაისის საკრებულომ დღეს ქალაქის ბიუჯეტი დაამტკიცა. ის 115 მილიონ 500 000  ლარია.

კომენტარები