მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“მოვითხოვ, დაისაჯოს ყველა, ვინც პასუხისმგებელი იყო სოციალური საცხოვრისის ხარისხიანად შესრულებაზე”

“მოვითხოვ, დაისაჯოს ყველა, ვინც პასუხისმგებელი იყო სოციალური საცხოვრისის ხარისხიანად შესრულებაზე”

ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში არსებულ მდგომარეობას პოლიტიკოსი გოგი წულაია ეხმაურება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, შენობაზე, რომლის მშენებლობაზეც ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონი დაიხარჯა, სამუშაოები თავიდანვე უხარისხოდ შესრულდა.

გოგი წულაია მოითხოვს, დაისაჯოს ყველა ის პირი, რომლის პასუხისმგებლობაც იკვეთება სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებაზე.

“მილიონობით თანხა დაიხარჯა სოციალური საცხოვრისის მშენებლობაზე, შედეგად კი მივიღეთ ის, რომ ქუთაისში ყოველი ქარისას სოციალური საცხოვრისი სახურავის გარეშეა დარჩენილი, გაწვიმებისას კი მოსახლეობა იტბორება. როგორ უნდა გიყვარდეს ფული, რომ უკიდურესად გაჭირვებული ადამიანებისთვის გამოყოფილი თანხა ჯიბეში ჩაიდო, ხალხი კი უხარისხო შენობაში შეუშვა. ამას რომ შეარჩენ ხელისუფლებას, ეს უკვე წამახალისებელია ყველასთავის, რომ შეგიძლია ბიუჯეტის ფული დახრა, პასუხს კი არავინ მოგთხოვს. მოვითხოვ, დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც პასუხისმგებელი იყო სოციალური საცხოვრისის ხარისხიანად შესრულებაზე”, – განაცხადა გოგი წულაიამ.

ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში გაწვიმებისას წყალი ჩავიდა და შენობის მე-5, მე-4 და მე-3 სართული წყლით დაიტბორა.

კომენტარები