მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, ცნონ ცესკოს შედეგები”

“მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, ცნონ ცესკოს შედეგები”

“ქართული ოცნების” წევრი  ზაზა ლომინაძე  საპარლამენტო არჩევნებს აფასებს და მადლობას უხდის ამომრჩეველს ნდობის გამოცხადებისთვის.

ზაზა ლომინაძე მოუწოდებს ოპოზიციას, აღიარონ ცესკოს მონაცემები.

“დასრულდა ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, ველოდებით საბოლოო შედეგებს. ვხედავთ რომ “ქართული ოცნება” დიდი უპირატესობით იმარჯვებს, მეორე ადგილზე გასულ პარტიას თითქმის 40 პროცენტით უსწრებს. ის პროგნოზი, რაც “ქართული ოცნებისგან” კეთდებოდა, ნათლად აისახა ციფრებში. მინდა ამომრჩევლებს დიდი მადლობა გადავუხადო იმ არჩევანისთვის, რომელიც ორიენტირებული იყო მშვიდობაზე, განვითარებაზე და ევროპულ მომავალზე.

არჩევნებზე იყო უმნიშვნელო ხარვეზები, რაც ძირითადად პროცედურული ხასიათის იყო. მე დარწმუნებული ვარ, ეუთო/ოდირის დასკვნაც იქნება ისეთი, როგორც არის ჩვენი წინასწარი განწყობა. მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს,  ცნონ ცესკოს შედეგები”, – აცხადებს ზაზა ლომინაძე.

კომენტარები