მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“მოვუწოდებ ქუთაისის მერს, ხელფასების ზრდის ნაცვლად, 70 000 ლარი სოციალურად დაუცველების კვებას მოახმაროს”

“მოვუწოდებ ქუთაისის მერს, ხელფასების ზრდის ნაცვლად, 70 000 ლარი სოციალურად დაუცველების კვებას მოახმაროს”

ქუთაისის მერიაში ხელფასებს ზრდიან. კანონპროექტი საკრებულოს სხდომაზე ორშაბათს განიხილება.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიგა შუშანიას განცხადებით, ქუთაისის მერი მძიმე სოციალური ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, მერიის დაფინანსებას 100 000 ლარით ზრდის.

მისივე თქმით, აქედან 70 000 ლარი მერიაში დასაქმებულების ხელფასების გაზრდას მოხმარდება, 30 000 კი სხვა ხარჯებს.

შუშანიას თქმით, ეს ხდება მაშინ, როდესაც მადლიერების სახლში  ბენეფიციარის ერთი დღის ულუფაზე მხოლოდ 2.15 თეთრია გამოყოფილი.

ოპოზიციონერი მოუწოდებს ქუთაისის მერს, არ გაზარდოს ხელფასები და 70 000 ლარი სოციალურად დაუცველების კვებას მოახმაროს.

კომენტარები