მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მომატყუე, ჩემო ჭკვიანო ბიჭო, ყველაფერი არ გაივლის… მერამდენედ მოვკვდი… როგორ გავუძლო…“

“მომატყუე, ჩემო ჭკვიანო ბიჭო, ყველაფერი არ გაივლის… მერამდენედ მოვკვდი… როგორ გავუძლო…“

გუშინ, გორი-იგოეთის მონაკვეთზე, სოფელ შაშვებთან მომხდარ ავარიას ერთი ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა. მათ შორისაა 8 წლის ნიკოლოზ ნინიკაშვილი.

“პროფესიაზე ვსაუბრობდით, ნიკოლოზმა მაძიებელი ექიმი უნდა გამოვიდეო.

გაკვირვება შემატყო და მკითხა, შერლოკ ჰოლმსი იციო? გამეღიმა და თავი დავუქნიე, აი, ეგო.

მაშინ პირველ კლასში იყო და მიტომ გამიკვირდა, შემდეგ აღარ მიკვირდა მისი ბრძნული აზრები, ის ხომ უნიჭიერესი, ბეჯითი, დინჯი და ზედმეტად დიდი გონების, პატარა კაცი იყო.

მასთან საკაცობრიო პრობლემებზე შეგეძლო საუბარი… პარასკევს მახარა, პუტინი მალე დაიხევს უკან და ომი დამთავრდებაო…

ჩემი ტკივილით განადგურებული სკოლაში რომ დავბრუნდი ყველა სირბილით მოდიოდა და მეხვეოდა. ნიკოლოზი დინჯად მოვიდა, ჩამეხუტა და მითხრა, ყველაფერი გაივლისო მას!

მომატყუე, ჩემო ჭკვიანო ბიჭო, ყველაფერი არ გაივლის… მერამდენედ მოვკვდი… როგორ გავუძლო…”, – წერს ელისო გურგენიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები