“მონობა სიჩუმით იწყება”, “შენი ხმა მოპარულია”, “ჩაატარეთ განმეორებითი ობიექტური არჩევნები” – ამ შინაარსის ტრანსპარანტებით ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია გამართეს.
ახალგაზრდები 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობას და მის შედეგებს აპროტესტებენ.
სტუდენტების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოპარული არჩევნები ყველამ გააპროტესტოს და ხელისუფლება იძულებული გახადონ, რომ ხელახალი არჩევნები ჩანიშნოს.
ქუთაისის გარდა, არჩევნების შედეგებს სტუდენტები ბათუმსა და თბილისშიც აპროტესტებენ.
კომენტარები