“მოპარული არჩევნები დასაცავია” – ამ დევიზით ქუთაისის ცენტრში სტუდენტები, აქტივისტები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შეიკრიბნენ.
ისინი 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მთელი ქვეყნის მსგავსად ქუთაისშიც არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.
“ამას ვერ დავარქმევთ არჩევნებს, ეს იყო რუსული სპეცოპერაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა. დღეს შევიკრიბეთ იმისათვის, რათა მოვიფიქროთ, როგორ და რა ფორმით უნდა გააგრძელოს ქუთაისმა მოპარული არჩევნების წინააღმდეგ ბრძოლა”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
კომენტარები