მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მოსამართლე შოთა სირაძის აცილების შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციოში არც დღეს დაკმაყოფილდა

მოსამართლე შოთა სირაძის აცილების შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციოში არც დღეს დაკმაყოფილდა

მოსამართლე შოთა სირაძის აცილების შუამდგომლობა არც დღეს დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო დავების განხილვა გრძელდება. სირაძის აცილება მოსარჩელე მხარემ, გუშინაც მოითხოვა, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ არც გუშინ დააკმაყოფილა.

მოსამართლეთა კოლეგია  დასავლეთ საქართველოს რაიონულ და საქალაქო  სასამართლოების გადაწყვეტილებებზე მსჯელობს. მესამე სექტორი იმ ოლქების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით  ჩატარდა.

სირაძის აცილებას კი იმ მიზეზით ითხოვენ, რომ ის მოსამართლეობამდე “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი იყო ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ამავე დროს მისი შვილი ვაჟა სირაძე შსს-ს მაღალჩინოსანია.

კომენტარები