ხმაური იყო ქუთაისში, იოანე პეტრიწის მე-2 შესახვევში.
მოსახლეობას ადგილზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა არ სურს.
ადგილობრივების თქმით, ადგილზე სადაც საკანალიზაციო ქსელიც არ არსებობს, კორპუსების მშენებლობაზე ნებართვის გაცემა დაუშვებელია.
ადგილზე პოლიციაც იყო გამოძახებული.
მოსახლეობა აცხადებს, რომ ინვესტორს კორპუსის მშენებლობის უფლებას არ მისცემენ.
კომენტარები