მოსკოვის წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმის საჰაერო ღონისძიება გაუქმდა – კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი მიზეზად ამინდის გაუარესებას ასახელებს.
“საჰაერო ნაწილი ამინდის გამო არ გაიმართება“, – აღნიშნა პესკოვმა.
გამარჯვების დღის წინ რუსეთის საჰაერო ძალები წითელ მოედანზე რეპეტიციებით იყვნენ დაკავებულნი, მათ შორის ჰაერში Z უნდა გამოსახულიყო, რაც უკვე იქცა უკრაინაში რუსების სამხედრო შეჭრის სიმბოლოდ.
კომენტარები