მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქუთაისში სესხებით დაზარალებულ პენსიონერებს შეხვდა

“მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქუთაისში სესხებით დაზარალებულ პენსიონერებს შეხვდა

ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში, საპარლამენტო ჯგუფ “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი იმ პენსიონერებს შეხვდა, რომლებიც საპენსიო სესხებით დაზარალდნენ.

გუნდის იურისტებმა ადგილზე გაუწიეს პენსიონერებს კონსულტაცია და  პენსიონერებთან ერთად მიმართეს ბანკს.

საუბარია ე.წ. საშეღავათო პერიოდზე, რითაც კოვიდ პანდემიის დროს პენსიონერებს ბანკმა თვითნებურად გაუხანგრძლივა სესხის ვადა და აქედან გამომდინარე სესხის ოდენობაც გაუზარდა.

წინა კვირას, თბილისში, მხოლოდ ერთ დღეში, ბანკს 300-მდე პენსიონერმა სწორედ “მოქალაქეების“ დახმარებით მიმართა.

კომენტარები