დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის გაკეთება უფასოდ პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ.
NCDC-ის განცხადებით, გრიპის ვაქცინა 6 თვის ასაკის ზემოთ ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი. ოთხ კომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის ვაქცინით ასაცრელად მოქალაქეებმა ადგილობრივ პოლიკლინიკებს უნდა მიმართონ.
“აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ერთდროულად ადმინისტრირების რეკომენდაცია გასცა. ორი ვაქცინით ერთდროულად აცრა სრულიად უსაფრთხოა.
სეზონური გრიპისგან თავის დაცვა, კოვიდპანდემიის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”, – აღნიშნავენ დაავადებათ კონტროლის ცენტრში.
კომენტარები