მოქალაქემ ქუთაისში პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 48 წლის ზურაბ სანიკიძემ ქუთაისის მერიასთან შიმშილობა დაიწყო.
მისი თქმით, 4 წლის წინ სახლის გარეშე დარჩა და მერიისგან საცხოვრებელი ფართის გამოყოფას მოითხოვს.
მამაკაცი აცხადებს, რომ ქუთაისის თვითმმართველობაში მას ყურადღებას არ აქცევენ, ამიტომ ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს.
კომენტარები