ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
რუსთაველის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი საპირისპიროდ მდგარ მანქანას დაეჯახა, რის შედეგად გაჩერებული ავტომანქანა ამობრუნდა.
გაჩერებულ მანქანაში არავინ იმყოფებოდა.
“BMW-ს მარკის ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რადგან მძღოლი შეეცადა მეორე, მოძრავ ავტომობილს არ შეჯახებოდა, რომელმაც უხეში მანევრი გააკეთა”, – აცხადებს თვითმხილველი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
კომენტარები