მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა

მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა

86 წლის ასაკში მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა, – ინფორმაციას მსახიობის ოჯახი ავრცელებს.

ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, მსახიობს გულთან დაკავშირებული პრობლემის გამო, ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ის კლინიკაში გარდაიცვალა.

მედეა ლორთქიფანიძე მაყურებელმა განსაკუთრებით სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” შესრულებული როლით შეიყვარა.

მსახიობს 13 აგვისტოს თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

კომენტარები