ზესტაფონში მცხოვრები ადამიანები დახმარებას ითხოვენ.
ადგილობრივების თქმით, წლებია ქალაქში არსებული ფეროშენადნობი ქარხანა მომწამვლელ კვამლს მუნიციპალიტეტში აფრქვევს.
მოსახლეობის თქმით, ქალაქში ცხოვრება გაუსაძლისი და სიცოცხლისთვის საშიში გახდა.
“ცხოვრება ჯოჯოხეთად გვექცა. მუდმივად კვამლში გახვეულია ზესტაფონი. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ვითხოვთ ყურადღებას და დახმარებას. ქალაქში ონკოლოგიური დაავადებები ძალიან გაიზარდა”, – აცხადებს ადგილობრივი.
კომენტარები