მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მშიერი რომ ვართ, იმიტომ ვვაჭრობთ წვიმაში და თოვაში ქუჩაში”, – ქუთაისის მერია გარევაჭრობას კრძალავს

“მშიერი რომ ვართ, იმიტომ ვვაჭრობთ წვიმაში და თოვაში ქუჩაში”, – ქუთაისის მერია გარევაჭრობას კრძალავს

ქუთაისში 15 იანვრიდან გარევაჭრობა აიკრძალება. ადამიანები, რომლებიც ქუჩაში პროდუქტს, ტანსაცმელს და სხვადასხვა აქსესუარებს ყიდიან, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დაჯარიმდებიან.

მერიის შესაბამისმა სამსახურმა გარემოვაჭრეები საქმის კურსში უკვე ჩააყენა, თუმცა თვითდასაქმებულების თქმით, ისინი უკიდურესი სიღარიბის გამო იძულებული არიან ნალექის, თოვლის ან თუნდაც მაღალი ტემპერატურის გამო ქუჩაში იდგნენ და ოჯახები არჩინონ.

“ხახალეიშვილი, რომ დარბოდა ეზო-ეზო და გვეხვეწებოდა ხმა მომეცით, თორემ თბილისელი “ნაციონალი” ხატია დეკანოიძე გაიმარჯვებს და სასწაულებს გიზამთო, ნეტა ახლა რას ფიქრობს ჩვენზე? კიდევ ერთხელ მოგვატყუა? ისევ არ ადარდებს ხალხის ბედი? ჰოდა ჩვენ ამ პროდუქტებს ხელს მოვკიდებთ და მერიასთან მივიტანთ. თუ ვინმეს გონია, მიხარია ყინვაში დგომა, ძალიან ცდება”, – აცხადებს გარემოვაჭრე რებეკა ვარდანიძე.

კომენტარები