მცირე თოვლმა დასავლეთ საქართველოში ისევ პრობლემები შექმნა.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე ავტომობილების საცობებია.
“ზესტაფონიდან რიკოთამდე სულ მანქანების საცობებია”, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
თოვლის გამო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე სპეციალური რეჟიმები მოქმედებს.
დასავლეთ საქართველოში მეორე დღეა, უამინდობაა.
კომენტარები