ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი ბათუმის, თბილისისა და ყველა სხვა ქალაქის სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებს.
“ჩვენ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, მხარდაჭერას ვუცხადებთ ბათუმის, თბილისისა და ყველა სხვა ქალაქის სტუდენტებს მიმდინარე პროტესტში.
ჩვენ არ ვაღიარებთ 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას და სხვა სტუდენტებთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებთ გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ.
ყოველთვის ვიდგებით იქ, სადაც დგას თავისუფალი საქართველო”, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები