იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს ნათაძის, ნაჭყებიას და ნოზაძის გვარების ისტორიას გთავაზობთ.
ნათაძე – გავრცელებულია ქართლში, იმერეთში და სხვ. უნდა მომდინარეობდეს საკუთარი სახელიდან “ნათა”; ამავე ძირისაა ნათური, ნათიშვილი, ნათიძე.
ნაჭყებია – მომდინარეობს სოფლის სახელიდან “სანაჭყებიო”. “ნაჭყი” მეგრულად “დაწყევლილს” ნიშნავს. გადმოცემით, ამ გვარეულობის წინაპრები სვანეთიდან ყოფილან. ერთ-ერთ მათგანს ბატონი შემოკვდომია და გაქცეულა. იქ მისთვის ეს სახელი დაურქმევიათ.
ნოზაძე – გავრცელებულია ხაშურში, საჩხერესა და თბილისში. შედგება საკუთარი სახელისაგან ნოზა. ნოზაძეთა განშტოების გვარად ითვლება ალელიშვილი და ცაცუნაშვილი. ალელიშვილი გავრცელებულია ჯავახეთში. შედგება გვარადქცეული სადაურობის სიტყვისგან ალელი. ალი სოფელია ხაშურის რ-ში. გადმოცემით წინაპართა გვარი ნოზაძე ყოფილა. ალიდან ჯავახეთში გადასახლებულან. ახალციხელ ალელიშვილებს ადგილობრივი გამოთქმით არდელიანთს უწოდებენ, ამის გამო საფიქრებელია, მათი წარმომავლობა სოფელ არლიდან (არალი ადიგენის რაიონშია).
კომენტარები