გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი ქარი.
მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.
მისივე ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლოა, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
კომენტარები