მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის დასაშვები

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის დასაშვები

ნაქერალას უღელტეხილზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილების რეჟიმი დაწესდა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

“თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

კომენტარები