რამდენიმე თვიანი ბოიკოტის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის საკრებულოს სხდომას დაესწრო.
მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ დარბაზში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე პლაკატები წარწერით – “თავისუფლება მიშას” გამოფინა.
სხდომაზე ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საუბარი მიხეილ სააკაშვილზე დაიწყეს.
“ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ 9-წლიანი მმართველობა სისხლიანი პერიოდი იყო, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ კი განაცხადა, რომ სწორედ ამ დროს მოხდა ქვეყნის აღმშენებლობა.
კომენტარები