ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს ოპოზიცია აპროტესტებს.
“ნაციონალური მოძრაობის” თქმით, ბიუჯეტი მოსახლეობის ნაცვლად, თანამდებობის პირებზეა მორგებული.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ 100-მილიონიან ბიუჯეტში, 45 მილიონი ხელფასებზე იხარჯება, ასევე გაზრდილია სარესტორნო და ადმინისტრაციული ხარჯები.
ოპოზიციონერი დეპუტატის გიგა შუშანიას თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში სოციალური პროგრამების დაფინანსება შემცირებულია, ამიტომ ოპოზიცია პროექტს მხარს არ დაუჭერს.
ოპოზიციონერი დეპუტატი თანაპარტიელებს მოუწოდებს, ქუთაისის მერი რეგლამენტის თანახმად ფრაქციის სხდომაზე დაიბარონ.
კომენტარები