მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის მერის საგამოძიებო ორგანოში დაბარებას მოითხოვს

“ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის მერის საგამოძიებო ორგანოში დაბარებას მოითხოვს

“ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილის საგამოძიებო ორგანოში დაბარებას მოითხოვს.

გიგა შუშანიას თქმით, პროკურატურამ კერძო აუდიტორი დააკავა, რომელიც წლების განმავლობაში ქალაქის მასშტაბით ადგენდა მიწის ქონების ფასებს და აუცილებელია, ამ საქმეზე ქალაქის პირველი პირის გამოკითხვა მოხდეს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებულ კორუფციულ ფაქტებზე ისინი წლებია, საუბრობენ, თუმცა შესაბამისი ორგანოები ფაქტებით არ ინტერესდებიან.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ქალაქის მერია შიდა აუდიტის დასკვნებსაც არ ასაჯაროებს, სავარაუდოდ, კორუფციული ნიშნების გამო.

“როცა პროკურატურამ დააკავა კერძო აუდიტი, რომელიც წლების განმავლობაში ადგენდა მიწის და ქონების ფასებს, რომელთაც ყიდდა ქუთაისის მერი, დაადასტურა წლების წინ ჩვენი საუბრები, რომ ქუთაისში არის აღებმიცემობა, არის კორუფცია გამეფებული. მინდა შეგახსენოთ ძველი აუდიტის დასკვნა, რომელიც სახელმწიფო აუდიტმა დაწერა. ამხელა დოკუმენტში აბზაცი არ არის კორუფციაზე და ბიუჯეტის გაფლანგვაზე არ იყოს საუბარი. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას და დაიწყო თანამდებობის ბოროტად გამოყენების საქმე, მაგრამ ეს საქმე შემოდეს თაროზე. ქუთაისის მერი გვიმალავს შიდა აუდიტის დასკვნებს, სადაც ჩვენი ინფორმაციით წერია, რომ არის კორუფცია და ის მფარველობს კორუფციას. ამიტომ მივმართეთ პროკურატურას, აღძრული სისხლის სამართლის ფარგლებში დაიკითხოს ქუთაისის მერი სასწრაფოდ. ის თანხები, რაც უნდა ხმარდებოდეს ქუთაისელებს, მიდის კონკრეტული ადამიანების ჯიბეებში”, – განაცხადა გიგა შუშანიამ.

კომენტარები