საპარლამენტო არჩევნებამდე 7 თვეა დარჩენილი და სასურველი სურათია რაც დღეს გვაქვს – ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” 15%-მდე ჩამოვიდა, სხვა პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას.
“ნაციონალური მოძრაობა” 15%-მდე ჩამოვიდა. მანამდე 18% ჰქონდათ და ახლა 15%-ს ჩამოსცდა. სხვა პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და მე მგონია, რომ ამ მდგომარეობით მივალთ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე. 7 თვეა, დარჩენილი და სასურველი სურათია რაც დღეს გვაქვს – ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას“, – განაცხადა კობახიძემ.
კომენტარები