ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ხათუნა არველაძე გახდა.
დარეგისტრირებული ამომრჩევლის 65,6%-მა მხარი სწორედ არველაძეს დაუჭირა, 34,4%-მა კი კახა გაბუნიას.
ხმის მიცემა 09:00-დან 20:00 საათმდე მიმდინარეობდა და მასში “ნაციონალური მოძრაობის” დარეგისტრირებული წევრები მონაწილეობდნენ.
კომენტარები