მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო გადაწყვეტილება, ბოიკოტი გამოუცხადოს ქუთაისის საკრებულოს სხდომებს”

“ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო გადაწყვეტილება, ბოიკოტი გამოუცხადოს ქუთაისის საკრებულოს სხდომებს”

ქუთაისის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა ბოიკოტი გამოაცხადეს.

საკრებულოს დეპუტატები პროტესტის შეწყვეტას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის უფლება არ მიეცემა.

“მოგეხსენებათ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს უკიდურესად მძიმეა, ფიზიკურად შეუძლებელია, მან საქართველოში მიიღოს ადეკვატური სამედიცინო მომსახურება. იქიდან გამომდინარე, რომ “ქართული ოცნება” განზრახ ხელს უშლის მიხეილ სააკაშვილს გადაყვანას დასავლეთის წამყვან კლინიკებში სამკურნალოდ, იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ოცნება პირდაპირ ასრულებს ვლადიმერ პუტინის დავალებას და მიხეილ სააკაშვილი ჰყავს ციხეში, ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო გადაწყვეტილება, სრული შემადგენლობით ბოიკოტი გამოუცხადოს ქუთაისის საკრებულოს სხდომებს და არ მიიღოს არანაირი საქმიანობა ქუთაისის საკრებულოში”, – განაცხადეს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა.

კომენტარები