მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ქუთაისში, იმერეთის რეგიონის შემაჯამებელი აქცია გამართა

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ქუთაისში, იმერეთის რეგიონის შემაჯამებელი აქცია გამართა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა და პარტიის ლიდერებმა 9 აპრილის აქციის – “ერთად ევროპაში” კამპანიის ფარგლებში, ქუთაისში მერიის შენობის წინ, იმერეთის რეგიონის შემაჯამებელი აქცია გამართეს.

“რუსი ოლიგარქი კვლავ ცდილობს, დაგვყოს, დაგვაპირისპიროს, ხალხს უთხრას, რომ ეს ერთი კონკრეტული პარტიის აქცია იქნება, მაგრამ ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით – ყველაზე დიდი “პარტია” არის ჩვენი სამშობლო, საქართველო, რომელიც აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მოძრაობის ლიდერების თქმით, გამარჯვება ხალხის ხელშია და ამიტომ, 9 აპრილს 17:00 საათზე, ქვეყნის მთავარ გამზირზე – რუსთაველზე, მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირონ, რომ არ სურთ რუსული მთავრობა და საქართველოს უკეთესი მომავალი, მხოლოდ ევროკავშირის გზაზე გადის.

კომენტარები