ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მეცხრე ადამიანის ცხედარი იპოვეს, – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს.
ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, დაახლოებით, ღამის პირველ საათზე ჩამოწვა. მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა. სახლებში კი 10 ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს.
სტიქიური უბედურების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.
კომენტარები