მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ნიგორზღვა – სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში

ნიგორზღვა – სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში

ნიგორზღვა – სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, საჯავახოს თემში. მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან 120 მეტრი, სამტრედიიდან 12 კილომეტრი.

სოფელში დგას XVIII საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.

ფეოდალურ ხანაში სოფელი შედიოდა საჯავახოს მხარეში. 1958 წელს, ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის მიერ, მოეწყო ექსპედიცია სოფელ ნიგორზღვაში, სადაც ბევრი უძველესი საყოფაცხოვრებო ნივთი და საცხოვრებელი პალატი იქნა აღმოჩენილი. აქ მოპოვებული ნივთების ნაწილი ინახება ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახელობის ისტორიულ ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

აღსანიშნავია დარანის გამოქვაბული, სადაც ნაპოვნია დამბაჩა და ხანჯალი. ეს ადგილი, სავარაუდოდ, თავშესაფარი ან სამალავი უნდა ყოფილიყო. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე დგინდება, რომ სოფელი ნიგორზღვა საკმაოდ ადრეული პერიოდიდან იყო დასახლებული.

ნიგორზღვაში არსებობდა ე.წ. დარანის გამოქვაბულები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდა ადრეული შუა საუკუნეების ძეგლის სტატუსი და მიმდინარეობდა მათი ისტორიის შესწავლა. XX საუკუნის 90-იანი წლების განუკითხაობამ ეს ისტორიული ძეგლი შეიწირა.

სოფელში გავრცელებული გვარებია: თარგამაძე, გაგუა, ქორიძე, ჩაჩუა, ჩხაიძე, ტონია, ზამთარაძე, შანიძე, კალოიანი, თევზაძე, არდიშვილი და სხვა.

კომენტარები