დღეს, 16 მაისს, “მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებიდან ერთი წელი გავიდა.
2022 წლის 16 მაისს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა და ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზში დააკავეს.
მოსამართლის განცხადებით, მან გადააკვალიფიცირა გვარამიასთვის პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი და საბოლოო ჯამში, მედიამენეჯერი დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის დარღვევაში სცნო.
მუხლი 220. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება – საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, − ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
კომენტარები